| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ფირუმიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა ნერსესიანის სახელობის სემინარიაში; 1895 წელს შევიდა საბუღალტრო კურსებზე. გიორგი ფირუმიანი, პოლიციის მუქარისა და აკრძალვის მიუხედავად, სახლში უფასო წარმოდგენებს მართავდა. 1898-1899 წლებში, როგორც სცენისმოყვარული ავჭალის აუდიტორიაში მიიწვიეს, სადაც დღის სპექტაკლები იმართებოდა. ამავე დროს სხვადასხვა დაწესებულებებში მოანგარიშედ მუშაობდა. 1901-1902 წლებში თბილისის გარნიზონში გამართულ ქართულ და სომხურ წამოდგენებში მონაწილეობდა. 1902 წელს ავლაბარში ნ. მურაშკოს სახალხო თეატრი გაიხსნა, სადაც გიორგი ფირუმიანი სახალხო წარმოდგენების მმართველი იყო. 1903 წელს ჩამოყალიბდა არაქსიანის თეატრი, რომელშიც გაერთიანებული იყო ქართული და სომხური დასები, ორივე დასს იგი ხელმძღვანელობდა. 1903-1909 წლებში იყო ამავე თეატრის რეჟისორი და გამგე. 1909 წელს გაიხსნა ზუბალაშვილების სახელობის სახალხო თეატრი, სადაც გიორგი ფირუმიანმა სომხური დასი დააფუძნა. 1910-1914 წლებში მიიწვიეს მსახიობისა და რეჟისორის თანაშემწედ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში არსებულ სომხურ დრამატულ დასში. 1915 წელს მან დაარსა ოპერეტის დასი, რომელსაც 1918 წლამდე ხელმძღვანელობდა. 1921-1936 წლებში მუშაობდა სომხურ სახელმწიფო თეატრში, როგორც მსახიობი და ტექნიკური რეჟისორი. აგრეთვე 1923-1932 წლებში ხელმძღვანელობდა სომხურ და ქართულ თეატრალურ წრეებს თბილისის სხვადასხვა კლუბებში. 1936-1946 წლებში იყო სომხური სახელმწიფო თეატრის მსახიობი. გიორგი ფირუმიანს შესრულებული აქვს 200-ზე მეტი როლი. კაკულა ("პეპო"), გიჟმოზი ("დაქცეული ოჯახი"), გეორქ მასისიანი და ისაია ("ხათაბალა"), აკოფა ("ხანუმა"), პეტო ("ციმბირელი"), ავეტიქა ("რაც გინახავს ვეღარ ნახავ") ბაღდო ("ბაიყუში"), კრეჩინსკი ("კრეჩინსკის ქორწილი"), ლუკა ("ნაძირალნი"), სკაპენი ("სკაპენის ცუღლუტობა"), მიკიტანი ("ქრისტინე"), დობჩინსკი ("რევიზორი"), შმაგა ("უდანაშაულო დამნაშავენი"), ონუფრი ("დღენი ჩვენი ცხოვრებისა"), აკოფი ("ცხოვრების გარეშე"), მესაფლავე ("ჰამლეტი"), ჟაკი ("ორი ობოლი"), ბლანდაროზი ("პარიჟის ღატაკნი"), ბესო ("ღალატი"), საღათელი ("პატიოსნებისათვის"), ვარნერი ("ყომარბაზის ცხოვრება"), ზარალოვი ("გაცრუებული იმედები"), თამადა ("ნამუსი"), ფონგევენ ("სამხედრო ბანაკში"), პეტრუზ "დეზერტირკა"), არუწა ("მელანიას ოინები"), კრამერი ("დამნაშავეა"), გონჯა ("არსენა") და სხვ. პ. ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1921), სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. ასრულებდა (ქართულადაც) დრამატულ და სახასიათო როლებს. ნათარგმნი აქვს პიესები ქართულიდან სომხურად და პირიქით. გიორგი ფირუმიანს კულტურაში შეტანილი წვლილისთვის მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. წყარო: ხელოვნების სასახლე: artpalace.ge; სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა თბილისის პანთეონი: khojivank.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

