The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა გამგებელი

ზაზა გამგებელი
სხვა სახელი:ზურა გამგებელი
დაბადების თარიღი:1967
გარდაცვ. თარიღი:21 ივლისი, 1993  (26 წლის ასაკში)
კატეგორია:იურისტი, სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა მილიციის უმაღლესი სასწავლებლის ერთწლიანი კურსები (ქ. სტავროპოლი); მოსკოვის იურიდიული ინსტიტუტი.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური ყოფილი საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში (ქ. კოსტრომა). მუშაობდა მუშად (ს. ვარიანის მეურნეობაში და შემდეგ ხილბოსტნეულის საცავში), ინსპექტორად (თბილისის ტელევიზორების ქარხანა), შინაგან საქმეთა სამინისტროს საბაზო განყოფილებაში (ქ. ცხინვალი), გორის შ/ს საქალაქო დაცვის განყოფილებაში, გორისა და გორის რაიონის სამოქალაქო დაცვის შტაბის უფროსად. მიანიჭეს ლეიტენანტის წოდება. იყო სამხედრო სადაზვერვო სამსახურის უფროსის მოადგილე. გმირულად დაიღუპა საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში. გორის რაიონის გამგეობისა და გორის მერიის გადაწყვეტილებებით, ზაზა გამგებელის სახელი ეწოდა გორში, პუშკინის ქუჩის ჩიხს და მის მშობლიურ მე-2 საშუალო სკოლას.

წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.47-51

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: