The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით კაჭკაჭიშვილი

დავით კაჭკაჭიშვილი
Date of birth:18 December, 1911
Date of death:7 July, 1997  (at 85 years)
Burial location:კვერნაქის სასაფლაო, გორი
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჩხარი, შორაპნის მაზრა (ახ. თერჯოლის მუნიციპალიტეტი).

დაამთავრა საფეიქრო ტექნიკუმი 1957 წელს.

წლების მანძილზე ჩამოყალიბდა წარმატებულ პარტიულ-სამეურნეო მუშაკად; მუშაობდა ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში ზეინკლად, მოგვიანებით ამავე ქარხანაში კომკავშირის კომიტეტის მდივანი გახდა; ჩხარის კომკავშირის კომიტეტის მდივნის მოადგილედ; იყო ქ. დუშეთის კომკავშირის რაიკომის მეორე, ხოლო შემდეგ პირველი მდივანი; გახდა დეპუტატი და ჩხარის პარტიის რაიკომის მეორე მდივანი; კასპის რაიონის წითელქალაქის პოლიტგანყოფილების უფროსი; აგარის შაქრის ქარხნის პარტიული კომიტეტის მდივანი; კადრების განყოფილების უფროსი გორის ბამბეულის ქსოვილების კომბინატში; ამავე კომბინატში საბინაო-კომუნალური განყოფილების ხელმძღვანელი იყო; ქ. გორის კომუნალური მეურნეობის კეთილმოწყობის კომბინატის უფროსი. მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა სამშენებლო ორგანიზაციებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე; სიცოცხლის ბოლო წლებში დ. კაჭკაჭიშვილი მუშაობდა ტრესტ "მტკვარწყალმშენის" სამმართველოს მთავარ ინჟინრად. დაჯილდოებულია საბრძოლო მედლებითა და ორდენებით, როგორც 1943-1945 წლებში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე.

წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 7 / ვახტანგ ჭანკოტაძე .-თბ.,2020 -გვ.28-30

Member of Organizations

  • სკკპ-ის წევრი (1937-)

Share: