| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლაურა კუტუბიძე-ზუბაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა ჩოხატაური. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ჟურნალისტიკის სპეციალობით 1976 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უწივერსიტეტის სადოქტორო პროგრამა "მასობრივი კომუნიკაცია" 2008 წელს. 1981-1982წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს სახელმწიფო კომიტეტი, რადიოს ახალგაზრდული პროგრამების მთავარი რედაქტორი; 1982-1986წწ. გაზეთი "ახალგაზრდა კომუნისტი", რედაქტორის მოადგილე; 1986-1999წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს სახელმწიფო კომიტეტი, კომპანია "ქართული ტელეფილმი", უფროსი რედაქტორი, განყოფილების ხელმძღვაწელი; საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს სახელმწიფო კომიტეტი, საინფორმაციო პროგრამა "მოამბე" პროგრამის ხელმძღვაწელი (1993); "ახალი ქართული გაზეთი", პასუხისმგებელი რედაქტორი (1998); ტელეკომპანია "მე-9 არხი", საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი (2001); 2000-2001წწ. საქართველოს სახელმწიფო კანცელარია, საინფორმაციო პოლიტიკის ანალიზის განყოფილების გამგე; 2001-2003წწ. საქართველოს სახელმწიფო კანცელარია, პრეზიდენტის პრესსამსახურის მედია ანალიტიკოსი; 2002-2006წწ. "ნიკკოლომ" ჯგუფი (PR კომპანია), მედია მონიტორინგისა და ანალიზის სამსახურის ხელმძღვანელი; 2004 წლიდან საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოწვეული პედაგოგი; 2004-2006წწ. თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჟურნალისტური სახელოსნოს ხელმძღვანელი; 2004-2017წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მოწვეული პედაგოგი; 2006 წლის აპრილიდან 2006 წლის ოქტომბრამდე "ფრაიმთაიმ" ჯგუფი (PR კომპანია), მედიამონიტორინგისა და ანალიზის სამსახურის ხელმძღვანელი; 2006-2007წწ. PR კომპანია "ემ ენ კონტაქტი", მთავარი პიარ-მენეჯერი; 2007-2008წწ. კომპანია "სარკე-კვლევა", მედია ანალიტიკოსი; თბილისის ა. ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საინფორმაციო კულტურისა და ვიზუალური კომუნიკაციების მაგისტრატურა, მოწვეული პედაგოგი (2008); საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი, მოწვეული პედაგოგი (2009); 2009 წლის სექტემბრიდან ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი; 2010 წლის სექტემბრიდან გ. თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო სტატია; არის მონოგრაფიების "ჟურნალისტიკა" (ქართულ-ფრანგული პროექტი, 2013 და 2016 წლების გამოცემა) და "კულტურა მედიაში" (2019) თანაავტორი. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკის დოქტორი, სადოქტორო პროგრამის - "კულტურა მედიაში" ხელმძღვანელი. სადისერტაციო თემა - "2000-2005 წლების ქართული პრესის ძირითადი საზოგადოებრივპოლიტიკური ასპექტები", დაიცვა 2009 წელს. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.198; ხელოვნებისა და მედიის კვლევების საერთაშორისო კრებული: artsmediajournal.tafu.edu.ge; tesau.edu.ge; gttu.edu.ge Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

