| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ დაბრუნდაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის პედაგოგიური ინსტიტუტი 1955 წელს. სამუშაოდ დატოვეს იმავე ინსტიტუტში ისტორიის კათედრაზე. შემდგომ გადაიყვანეს პარტიის გორის საქალაქო კომიტეტის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილებაში ჯერ ინსტრუქტორად, შემდეგ კი გამგედ. პარტიულ სამუშაოზე ყოფნის პერიოდში იგი, ხშირად იყო პარტიის საქალაქო კომიტეტის წევრი და საქალაქო საბჭოს დეპუტატი. 1974 წლიდან დაბრუნდა პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გასაგრძელებლად ჯერ საღამოსა და დაუსწრებელი სწავლების განყოფილების მეთოდისტად, შემდეგ ისტორიისა და მეცნიერული კომუნიზმის კათედრის უფროს მასწავლებლად. 1975 წლიდან იგი ასრულებდა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მდივნის მოვალეობას. დაიცვა დისერტაცია ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, რის შემდეგაც დაიკავა კათედრის დოცენტის თანამდებობა. 1992 წლიდან სიცოცხლის ბოლო დღეებამდე განაგრძობდა აქტიურ მეცნიერულ და პედაგოგიურ მოღვაწეობას გორის უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობისა და ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე. წარმატებული სამეცნიერო და პადაგოგიური მოღვაწეობისათვის მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და საპატიო სიგელი. წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.61-63
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

