The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ციური რამიშვილი

ციური რამიშვილი
Date of birth:31 July, 1943  (82 years)
Category:Scientist, Chemist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ჩოხატაური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი 1965 წელს და ასპირანტურა 1969 წელს; გაირა სტაჟირება მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე (ქ. მოსკოვი, 1971-1974) და ფრიდრიხ-ალექსანდრეს უნივერსიტეტის ფიზიკის ინსტიტუტში, 14C დათარიღების ლაბორატორიაში (გერმანია, ერლანგენი, ნიურნბერგი, 2009). ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი (1974, ქ. მოსკოვი), ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (2006, ქ. თბილისი).

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის  პ. მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ფიზიკური ქიმიის ლაბორატორია, 1970 წლიდან - მეცნიერ-თანამშრომელი, 1979 წლიდან - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 2015 წლიდან - მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2011 წლიდან სსიპ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ფიზიკურ-ქიმიური პროცესების კვლევის ლაბორატორია. შესრულებული აქვს 75 სამეცნიერო ნაშრომი ჰეტეროგენული კატალიზის დარგში. არის 2 გამოგონების ავტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Исследование каталитических свойств цеолитов типа А, Х и Y в кобальтлвой, циркониевой и скандиевой формах". დაიცვა 1974 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "Каталитические свойства цеолитных и мезопористых молекулярных сит в реакциях органического синтеза", დაიცვა 2006 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.82; Рамишвили, Ц.М. Автореферат кандидатской диссертации. Москва. Московский Государственный Университет. 1974 г. с 22; Рамишвили Ц.М., Автореферат докторской диссертации. ИФОХ им. П. Меликишвили. Тбилиси, 2006. с. 84; Search ResearchGate: researchgate.net

Bibliography


Share: