| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარი ფერშანგიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა გორის პედინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი; ამავე მსოფლიოს ხალხთა კულტურის ფაკულტეტი; თბილისის კონსერვატორიის ვოკალური განყოფილება; მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილება, ასპირანტურა. ჰქონდა უწყვეტი გასტროლები ყოფილ საბჭოთა კავშირის ქალაქებსა თუ ევროპის ქვეყნებში; ხშირად გამოდიოდა მოსკოვის დიდი თეატრისა და კრემლის სასახლის სცენებზე; გასტროლებით სტუმრობდა მოსკოვს, ტაშკენტს, შორეულ აღმოსავლეთს, იყო კამჩატკაში, კურილიის კუნძულებზე, მაგადანში, ნოვოსიბირსკში, კიევში, ოდესაში, ლენინგრადსა და მრავალ სხვა რეგიონსა თუ ქალაქში; აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა გორის მშობლიურ ინსტიტუტში; სისტემატიურად აახლებდა და ამდიდრებდა როგორც სასწავლო პროგრამებს სტუდენტთათვის, ისე საკუთარ ვოკალურ რეპერტუარსაც; ბოლო წლებში ო. ფერშანგიშვილი დაინიშნა გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის ინსტიტუტის კლუბის დირექტორად; იყო უმაღლესი კატეგორიის კამერული ჟანრის ვოკალისტი, მრავალი ჯილდოსა და სიგელის მფლობელი, 1974 წელს მოსკოვის გნესინების სახელობის მუსიკალური ინსტიტუტის მიერ მიენიჭა აკადემიური ვოკალისტისა და პედაგოგის უმაღლესი დონის კვალიფიკაცია. ქართული ვოკალური სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, პროფესორი. წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 7 / ვახტანგ ჭანკოტაძე .-თბ.,2020.-გვ.55-58 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

