| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ მამადაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მამადაანი, თიანეთის რაიონი. სწავლობდა თელავის სამშენებლო ტექნიკუმში, 1986 წელს მუშაობა დაიწყო ექსპედიტორად, 1991 წელს კი თბილისის გაზის აპარატურის ქარხანაში გადავიდა. 1992 წლის 27 აგვისტოს ჩუღურეთის რაიონის სამხედრო განყოფილებამ გაიწვია სამსახურში, 101-ე ბატალიონში. აფხაზეთში მიმდინარეს საომარი კონფლიქტის დროს, 1992 წლის 27 აგვისტოდან იმყოფებოდა გაგრაში, დაიჭრა 2 ოქტომბერს, გამოჯამრთელების შემდეგ ისევ დაბრუნდა ბრძოლის ველზე. დაიღუპა 1992 წლის 2 ნოემბერს სოფელ შრომასთან ერთ-ერთი საბრძოლო შეტაკების დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.281
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

