| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი მარსაგიშვილი![]()
ბიოგრაფიაამიერკავკასიის რკინიგზათა თბილისის მთავარი სახელოსნოს ხელოსანი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთი-ერთი აქტიური წევრი. ცნობილი იყო გიორგი პეტროვიჩის სახელით. 1900 წლიდან გარდაცვალებამდე მუშათა გათვითცნობიერებისა და განთავისუფლების საქმეში აქტიურად მოღვაწეობდა, უმთავრესად–სამხედრო საქმეში. მეფის მთავრობამ პოლიტიკურ საქმეზე 6 ან 7 წლით ციხეში ჩასვა, სადაც ხანგრძლივი ტყვეობით დასნეულდა. გარდაიცვალა აბასთუმანში "სამადლო სახლში". დაკრძალულია მშობლიურ სოფელში (მთაში). რევოლუციონერი, აგიტატორი-პროპაგანდისტი და ორგანიზატორი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.67
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

