| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ ქობლიანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა ლენინგრადის ვაჭრობის ინსტიტუტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ოთხი წელი იმუშავა ქალაქ სიქტივკარში განაწილებით; იყო მაღაზიის დირექტორი და პარალელურად ასწავლიდა ტექნიკუმში; აქტიურად მისდევდა კალათბურთს, ჯერ გორის სპორტული სკოლის ნაკრებში, შემდეგ კი ინსტიტუტის გუნდში; 1963 წელს დაბრუნდა საქართველოში; მუშაობდა გორვაჭრობაში; მცირე ხნის მუშაობის შემდეგ გადავიდა თსუ კომერციის ფაკულტეტზე ვაჭრობის, ეკონიმიკისა და საქონელმცოდნეობის კათედრაზე; დაბრუნდა გორვაჭრობაში; მცირე ხნის მუშაობის შემდეგ გადავიდა თსუ კომერციის ფაკულტეტზე ვაჭრობის, ეკონიმიკისა და საქონელმცოდნეობის კათედრაზე ასისტენტად; მისი სადისერტაციო თემა იყო პირველი ფართომასშტაბიანი სამეცნიერო ნამუშევარი ქართული თაფლის შესახებ, რომელიც მალევე მონოგრაფიად გამოიცა; 1972 წელს არჩეული იქნა დოცენტის თანამდებობაზე; 1975-1980წწ. იყო საქართველოს ვაჭრობის მინისტრის პირველი მოადგილე; 1980-1983წწ. საქართველოს ვაჭრობის მინისტრი; 1983 წლის აპრილიდან დაბრუნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა საქონელმცოდნეობის კათედრაზე. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქართული თაფლის ქიმიური შემადგენლობისა და გეოგრაფიული მრავალფეროვნების შესახებ", დაიცვა 1972 წელს. წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 7 / ვახტანგ ჭანკოტაძე .-თბ.,2020 -გვ.61-62
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

