| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჰამლეტ ზარნაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1959 წელს; 1966 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გორის ფილიალის დაუსწრებელი განყოფილება სპეციალობით - "მანქანათმშენებლობის ტექნოლოგია" 1966 წელს; საქართველოს კ.პ. გორის საქალაქო კომიტეტთან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის საღამოს უნივერსიტეტის სრული კურსი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კომკავშირული საგზურით დაიწყო მუშაობა გორის ხელსაწყოთმშენებელ ქარხანა "გორიხელსაწყოს" ტექნიკური კონტროლის განყოფილებაში კონტროლიორად. მუშაობდა შრომისა და ხელფასის განყოფილების ნორმადარად, ინჟინერ-ნორმადარად, უფროს ინჟინერ-ნორმადარად, განყოფილების უფროს ინჟინერ-ეკონომისტად შრომის დარგში, უფროს ინჟინრად შრომის დარგში, განყოფილების უფროსად, ეკონომიკის განყოფილების უფროსად, საფინანსო-ეკონომიკური განყოფილების უფროსის მოადგილედ, ბოლოს, განყოფილების უფროსად. იყო საქარხნო პროფკომიტეტის თავმჯდომარე. 1962 წლიდან იყო კომუნისტური პარტიის წევრი. მიღებული აქვს მრავალი სიგელი სხვადასხვა დამსახურებისათვის. 1987 წელს არჩეულ იქნა გორის სახალხო დეპუტატთა მეოცე მოწვევის საქალაქო საბჭოს დეპუტატად. მიღებული აქვს მანქანათმშენებლობის მუშაკთა პროფკავშირის საპატიო სიგელი და მედალი სოცშეჯიბრებაში გამარჯვებისათვის. აქტიურ მონაწილეობას იღებდა სტუდენტურ ცხოვრებაში. იყო ინსტიტუტის ორკესტრის წევრი, ფაკულტეტის პროფკომიტეტის თავმჯდომარე. მისდევდა სპორტს, იყო ტანმოვარჯიშე, მონაწილეობდა სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში. წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.70-72 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

