The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეილა ზამბახიძე

ლეილა ზამბახიძე
დაბადების თარიღი:7 იანვარი, 1928
გარდაცვ. თარიღი:22 აპრილი, 2021  (93 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ბიბლიოგრაფი, ბიბლიოთეკარი, თანამდებობის პირი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი სპეციალობით გერმანული ენა და ლიტერატურა 1952 წელს.

1953 წლიდან მუშაობდა კარლ მარქსის სახელობის საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკიში (შემდგომში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა): 1953-1959წწ. კატალოგების განყოფილება, ბიბლიოთეკარი; 1959-1960წწ. უფროსი ბიბლიოთეკარი; 1960-1967წწ. ბიბლიოგრაფი; 1967-1968წწ. ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტის განყოფილება, გამგე; 1968-1999წწ. დირექტორის მოადგილე, სამეცნიერო–მეთოდური მუშაობისა და ბიბლიოგრაფიის დარგში; 1999-2007წწ. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, დირექტორის მოადგილე; 2007-2021წწ. მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტი, სამეცნიერო–მეთოდური საბჭოს მდივნი. მიღებული აქვს სსრ კავშირის კულტურის სამინისტროს საპატიო სიგელი (1970) და საპატიო ნიშანი "წარჩინებული მუშაობისთვის".

წყარო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის იმ თანამშრომელთა მონაცემთა ბაზა: nplg.gov.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1976 - საქართველოს დამსახურებული ბიბლიოთეკარი
    საბიბლიოთეკო დარგში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის
  • 1970 - მედალი "ვ. ი. ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის გამო"
  • 1965 - საქართველოს საპატიო ბიბლიოთეკარი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: