The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე ჩიტაშვილი

პეტრე ჩიტაშვილი
დაბადების თარიღი:1909
გარდაცვ. თარიღი:1982  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კვერნაქის სასაფლაო, გორი
კატეგორია:მათემატიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო დუშეთის პედაგოგიურ ტექნიკუმში მათემატიკის მასწავლებლად. მოგვიანებით გადავიდა გორის საშუალო სკოლაში. მისი გაკვეთილები ყოველთვის იყო საინტერესო თეორიული თუ პრაქტიკული თვალსაზრისით, ურთულეს ფორმულებს მოსწავლეებს უხსნიდა ისეთი მეთოდებითა და ხერხებით, რომ მათ გაიოლებოდათ გაგება. სხვადასხვა დროს მუშაობდა გორის განათლების განყოფილების გამგის მოადგილედ, პედაგოგიური ტექნიკუმის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში, ნ. ბარათაშვილის სახელობის პედინსტიტუტში ლექტორ-მეთოდისტად და სხვა. იგი აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ღონისძიებებში. მიღებული ჰქონდა მედლები, სიგელები და მადლობები.

წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 7 / ვახტანგ ჭანკოტაძე .-თბ.,2020 -გვ.65-67

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: