The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნახარ ბეი მარშანია

ნახარ ბეი მარშანია
Other name:მარშანი
ნაჰარ ბეი
Date of birth:18??
Date of death:19??
Category:Nobleman, Politician, Military Person

Biography

მუსტაფა ბუტბაი (ბუტბა), აფხაზ მუჰაჯირთა შთამომავალი, რომელიც 1920 წლის მარტ-აპრილში საქართველოს დედაქალაქს ეწვია, იხსენებს: "როდესაც ჩრდილოეთ კავკასიაში გავემგზავრე, მას (ტატაშ მარშანიას) ტფილისში შევხვდი და გავიცანი. შემდეგ შევხვდი მის უმცროს ძმას, რომელიც რუსეთის არმიის პოლკოვნიკი იყო. როცა დაიწყო ბოლშევიზმი მან ტფილისში  ჩამოაღწია, სასტუმროში დაბინავდა და მოვლენათა განვითარებას ელოდებოდა. მოგვიანებით გავიგე, რომ იგი ბოლშევიკებმა მოკლეს." ტატაშ მარშანიას უმცროსი ძმა არ ჰყავდა. როგორც ჩანს, ბუტბაის მისი ბიძაშვილი, პოლკოვნიკი ნახარ-ბეი ქაზილბექის ძე მარშანია ჰყავდა მხედველობაში. ნახარ-ბეი მარშანიას მოღვაწეობის შესახებ საბჭოთა საქართველოს საგანგებო კომისიის (ჩეკას) საარქივო მასალებში რამდენიმე ცნობა მოიპოვება. ამ ცნობების თანახმად, ნახარ-ბეიმ ისარგებლა იმით, რომ 1920 წლის დასაწყისში წითელი არმიის შემოტევის გამო თეთრგვარდიელებმა ჩრდილოეთ კავკასიის დატოვება დაიწყეს, ხოლო ბოლშევიკებმა კი ამ დროისთვის მისი ოკუპაცია ვერ მოასწრეს და თბილისიდან ბაქოში გაემგზავრა. იქედან კი, დაღესტნის გავლით, ვლადიკავკაზში ჩავიდა. მისი მიზანი იყო ხელი შეეწყო დენიკინის მოხალისეთა არმიის მიერ 1919 წლის მაისში განადგურებული ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკის აღდგენისთვის. ნახარ-ბეი მარშანიას დაკითხვის ოქმიდან ირკვევა, რომ მას, ისევე როგორც მთიელთა დამოუკიდებლობის სხვა მომხრეებს, გულუბრყვილოდ სწამდა, რომ ბოლშევიკები დათანხმდებოდნენ კავკასიის ხალხების დამოუკიდებლობას, რადგან სიტყვიერად აღიარებდნენ ერთა თვითგამორკვევის პრინციპს და არარუს ხალხთა უფლებას გამოყოფდნენ ყოფილ რუსეთის იმპერიას, როგორც მოსალოდნელი იყო, ნახარ-ბეი ბოლშევიკების მოსვლისთანავე დააპატიმრეს. ბადრაგის თანხლებით საპატიმროში გადაყვანისას ნახარ-ბეიმ გაქცევა სცადა, მაგრამ ხელში დაჭრეს, შეიპყრეს და ჩეკას დილეგში ჩააგდეს. იმავე წლის 25 სექტემბერს, თერგის ოლქის ჩეკას გადაწყვეტილებით, იგი არხანგელსკის ოლქში, ხოლმოგორში, "ამნისტიის უფლების გარეშე" გადაასახლეს. ნახარ-ბეის საქმესთან დაკავშირებით ჩეკას გამომძიებელმა მოწმის სტატუსით დაკითხა აფხაზი ბოლშევიკი ეფრემ ეშბა. უკანასკნელმა ძიებას არ დაუმალა მარშანიას "კონტრრევოლუციური", ანტიბოლშევიკური საქმიანობის ფაქტები. (ნახარ-ბეის მეუღლე, მაკრინე მარშანია, 1929 წელს ჯერ კიდევ ცხოვრობდა მარშანიების საგვარეულო სოფელში, ჯგერდაში).

წყარო: აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში = Sürgündeki aphaz aristokratlar / ნატო მარშანია.-თბ.,2018.-გვ.253


Share: