| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რობერტ კერესელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფია-ბიოლოგიის ფაკულტეტი. მეორე პროფესიად სპორტული მოღვაწეობა შეარჩია. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ დატოვეს მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე ზოოლოგიის კათედრაზე, პარალელურად ხელმძღვანელობდა ქ. გორის ვაჟთა და ქალთა კალათბურთის ნაკრებ გუნდებს. სპორტის დიდი ქომაგი და პროპაგანდისტი იყო. მისი ინიციატივით და უშუალო მონაწილეობით ჩამოყალიბდა ბადმინტონისა და მაგიდის ჩოგბურთის სექციები. მისი აღზრდილები ხშირად მონაწილეობდნენ რესპუბლიკური მნიშვნელობის ღონისძიებებში და 1968 წლის ჩემპიონებიც გახდნენ ბადმინტონში. 22 წლის ასაკში მოიპოვა რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯის საპატიო წოდება. მისი გარდაცვალების შემდეგ, მეგობრების ინიციატივით, არაერთხელ ჩატარდა მისი სახელობის ტურნირები სპორტის სხვადასხვა სახეობაში. წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.76-78
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

