The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერი ჭიღლაძე

მერი ჭიღლაძე
დაბადების თარიღი:3 მაისი, 1926
გარდაცვ. თარიღი:2013  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი.

მუშაობდა გორის სამხედრო ნაწილის ექიმ-სტომატოლოგად; ქალაქის პოლიკლინიკის ექიმ-სტომატოლოგად; კვალიფიკაციის კურსების შემდეგ - გორის სტომატოლოგიური პოლიკლინიკის რენდგენოლოგად; შემდგომ წლებში კი სტომატოლოგიური კლინიკის ქირურგიული, ორთოპედიული და თერაპიული განყოფილებების ექიმად. იყო სტომატოლოგთა ყველა კონფერენციის აქტიური მონაწილე, სადაც მუდმივად იქცევდა ყურადღებას სტომატოლოგიაში ნოვატორული იდეების პოპულარიზაციით; 1982 წელს მოხსენებით გამოვიდა გორის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ვეტერან სტომატოლოგთა შეკრებაზე და დამსწრე საზოგადოებას ვრცლად გააცნო ღვაწლმოსილ სტომატოლოგთა მოღვაწეობის შესახებ, როგორც შრომის სფეროში, ისე მეორე მსოფლიო ომის ბატალიებში; 1956 წლიდან იგი ოთხჯერ აირჩიეს პროფკავშირის ადგილობრივი კომიტეტის თავმჯდომარედ; წარმატებული მოღვაწეობისათვის მიღებული აქვს უამრავი საპატიო სიგელი, დიპლომი, ორდენი და მედალი, ასევე ფულადი პრემიები; ფულადი პრემიების მნიშვნელოვან ნაწილს ხშირად ახმარდა პოლიკლინიკისათვის საჭირო ატრიბუტიკისა თუ სხვა საჭირო ნივთების შეძენას; მან გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს გადასცა ათეული წლების განმავლობაში შეკრებილი მასალების ალბომები, რომლებშიც ვრცლად არის აღწერილი სტომატოლოგიური კლინიკისა და მისი კოლექტივის შრომითი მიღწევები და საზოგადოებრივი მოღვაწეობის მასალები. გორში ცნობილი ქორეოგრაფის, მუსიკოსის მიხეილ მეზვრიშვილის მეუღლე.

წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 7 / ვახტანგ ჭანკოტაძე .-თბ.,2020 -გვ.73-79

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი

გააზიარე: