The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ მეზვრიშვილი

მიხეილ მეზვრიშვილი
დაბადების თარიღი:1922
გარდაცვ. თარიღი:2005  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი.

ცნობილი იყო როგორც ღვაწლმოსილი ქორეოგრაფი, მომღერალი, აკორდიონისტი, ფანდურისტი და სხვა. ათეული წლები ემსახურა ხელოვნებას და მომავალი თაობების სწავლების უმნიშვნელოვანეს საქმეს; სხვადასხვა წლებში მუშაობდა: გორის უდედმამო ბავშვთა სახლში (ქორეოგრაფი), გორის რადიოკვანძი (ქართული სიმღერების შესრულება ფანდურის თანხლებით), პიონერთა სახლში (ქორეოგრაფად); იყო მ. კავსაძისა და გ. სვანიძის ანსამბლების აქტიური წევრი; 1952-1963 წლებში ქორეოგრაფად მუშაობდა გორის რაიონის კულტურის სახლში და N6 საშუალო სკოლაში. შემდეგ კი იყო ძევერის, ტირძნისის, კარალეთის, ხელთუბნის, ბერბუკის და სხვა სოფლების ქორეოგრაფი. სისტემატურად მართავდა კონცერტებს სამხედრო ჰოსპიტალში. იყო გორში ღვაწლმოსილი სტომატოლოგის მერი ჭიღლაძის მეუღლე.

წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 7 / ვახტანგ ჭანკოტაძე .-თბ.,2020 -გვ.75-79

 


გააზიარე: