The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ომარ ჭიღლაძე

ომარ ჭიღლაძე
დაბადების თარიღი:17 თებერვალი, 1942
გარდაცვ. თარიღი:5 იანვარი, 2004  (61 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კვერნაქის სასაფლაო, გორი
კატეგორია:ეკონომისტი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

გორის პედაგოგიურ ინსტიტუტის (მათემატიკის სპეციალობით) დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე. სწავლის პარალელურად ჰქონდა კომკავშირულ-პარტიული მოღვაწეობის ციკლი ("გორვაჭრობის" კომკავშირის კომიტეტის მდივანი; წვენების ქარხნის პარტორგანიზაციის მდივანი და ა.შ.). რამდენიმე წელში იგი წვენების ქარხნის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა, ხოლო სულ მალე გადაიყვანეს გორში ახლადგახსნილი მაცივარკომბინატის ჯერ დირექტორის მოადგილედ, მერე კი დირექტორად. იმუშავა ასევე "გორვაჭრობისა" და "საზკვების" გაერთიანებული სისტემის დირექტორად. შემდგომ იყო საქსოფტექნიკის გაერთიანების დირექტორად, გორის რაიონის დამზადების სისტემის ხელმძღვანელად და სხვა. ეწეოდა პედაგოგიურ მოღაწეობას. ლექციებს უკითხავდა გორის პედინსტიტუტის რუსული სექტორის სტუდენტებს საგანში -"რევიზია და კონტროლი", წარმატებული პარტიულ-სამეურნეო მოღვაწეობისათვის მიღებული ჰქონდა მრავალი საპატიო სიგელი, დიპლომი, მადლობა, მედალი, პრემია და სხვა სახის ჯილდო. იგი იყო ქართულ, ჩინურ, რუსულ კომპანიის ხელმძღვანელი ქვეყნის მასშტაბით.

წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 7 / ვახტანგ ჭანკოტაძე .-თბ.,2020 -გვ.79-82


გააზიარე: