The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯიმშერ ხადური

ჯიმშერ ხადური
დაბადების თარიღი:6 ივლისი, 1925
გარდაცვ. თარიღი:20 სექტემბერი, 2009  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ ტყვიავის სასაფლაო, გორის მუნიციპალიტეტი
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1947.

ინსტიტუტის დამთავრებისთანავე შეუდგა მუშაობას გორის რაიონის სოფელ ახალსოფლის ამბულატორიის გამგის თანამდებობაზე. 1953 წელს იგი გაიწვიეს სამხედრო სამედიცინო სამსახურში. შორეულ აღმოსავლეთში სამი წლის მსახურების შემდეგ დაბრუნდა გორში სამოქალაქო სამედიცინო სექტორში სამხედრო სამედიცინო სამსახურის თადარგის მაიორის წოდებით. მისი შრომითი მოღვაწეობა გაგრძელდა გორის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში, ქირურგ-ორდინატორის რანგში. მუშაობდა 2007 წლამდე. ქირურგი.

წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 7 / ვახტანგ ჭანკოტაძე .-თბ.,2020 -გვ.86-88


გააზიარე: