The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მირიანი კოშუაშვილი

მირიანი კოშუაშვილი
დაბადების თარიღი:8 ნოემბერი, 1929
გარდაცვ. თარიღი:4 იანვარი, 1969  (39 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, მკვლევარი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1952 წელს. 

ამავე ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა ფიზიკის კათედრის ლაბორანტად, შემდეგ კი მეცნიერული მოღვაწეობა გააგრძელა საქართველოს მეცნიერებთა აკადემიის კრისტალოგრაფიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე. 1960 წლიდან მუშაობდა გორის საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის კვლევით-სამეცნიერო ინსტიტუტში ჯერ მე-2 კატეგორიის ინჟინრად, შემდეგ ოპტიკური ლაბორატორიის გამგედ და ბოლოს ამავე ინსტიტუტის მთავარი ინჟინრის მოადგილედ სამეცნიერო დარგში. მოასწრო ათზე მეტი სამეცნიერო შრომის გამოქვეყნება, რამდენიმე გამოგონებაზე საავტორო მოწმობის მიღება და საკანდიდატო დისერტიის დაწერა. თავის თანამოაზრეებთან ერთად, შეძლო ეპოვნა მნიშვნელოვანი დამოკიდებულება ჩაის ნედლეულის ექსტრაქტში შემავალ ნივთიერებათა ორი ჯგუფის ოპტიკურ სიმკვრივეთა შორის, რაც შეიძლება საფუძველი გამხდარიყო შესაბამისი ხელსაწყოს შექმნისა და მისი სერიული გამოშვებისთვის. სწორედ ეს პრობლემა იყო მისი საკანდიდატო დისერტაციის ძირითადი თემა. აქტიურად მონაწილეობდა პარტიულ და საზოგადოებრივ საქმიანობაშიც: იყო კვლევითი-სამეცნიერო ინსტიტუტის პარტიული ორგანიზაციის მდივანი, 1966-1968წწ. - საქართელოს კპ გორის საქალაქო კომიტეტის წევრი.

წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.83-85


გააზიარე: