The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლელა ჯავახიშვილი

Date of birth:19??
Category:Journalist

Biography

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1996 წელს.

1996 წლიდან თსუ ქართული სახელმწიფო და სახალხო დიპლომატიის ისტორიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომელია; იგი ერთ–ერთი ავტორია ცენტრის მიერ გამოცემული "ქართული დიპლომატიის ლექსიკონისა"; პერიოდულად აქვეყნებს სამეცნიერო ნაშრომებს: მუშაობდა საქართველოს პარლამენტის საზოგადოებრივ ურთიერთობათა სამსახურის სპეციალისტად; იყო დემოკრატიული სწავლების ტრანსრეგიონული ცენტრის სოციოლოგიური კვლევის ახალი სკოლის (ნიუ იორკი, აშშ) მიერ ორგანიზებულ ასპირანტთა საზაფხულო ინსტიტუტის სტუდენტი; 1998 წელს გახდა თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მაძიებელი, პროფ. ნოდარ ტაბიძის ხელმძღვანელობით.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს სახელმწიფო დიპლომატია და პრესა 1918-1921 წლებში", დაიცვა 2004 წელს.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.200


Share: