| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ მარგიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კოჩარა, ოჩამჩირის რაიონი. სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში ფიზკულტურის განხრით, III კურსიდან მონაწილეობდა სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში. აფხაზეთში ომის დაწყებისთანავე ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდის მე-3 ბრიგადის მე-4 ბატალიონში, შემდეგ მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონში. 1992 წლის 18 ნოემბერს ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცხენისწყალთან თავის თანამებრძოლებთან - რომან იოსელიანთან, ბაკურ გიგლემიანთან, ვახტანგ იოსელიანთან ერთად ააფეთქეს საბრძოლო მანქანაში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.285
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

