The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთი ყველაშვილი

დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1996 წელს.

წლების მანძილზე თანამშრომლობდა გაზეთებში: "ფაქტი, აზრი, კომენტარი", "7 დღე", "იბერია ექსპრესი", "ქართულ–გერმანულ საზოგადოებრივ ჟურნალში", "იბერია ტაიმსი"; სახელმწიფო ტელევიზიის სტუდია "ტარში"; ჰქონდა საავტორო გადაცემა "ზონა ფიდე, ანუ სრულიად გულწრფელად"; მუშაობდა საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების ასოციაციაში.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.202


გააზიარე: