The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შუქრი მარგიანი

შუქრი მარგიანი
დაბადების თარიღი:8 ივნისი, 1962
გარდაცვ. თარიღი:1993  (30 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დალის ხეობა
კატეგორია:ეკონომისტი, სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ომარიშარა, გულრიფშის რაიონი.

1979-1984 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის  ფაკულტეტზე.

1983 წელს მიენიჭა ოფიცრის სამხედრო წოდება. მუშაობდა გულრიფშის "რაიკოოპკავშირში". 1985-1987 წლებში იყო  აჟარის სავაჭრო გაერთიანების დირექტორი, 1987-1990 წლებში - გულრიფშის "რაიკოოპკავშირის" სარევიზიო  კომისიის  თავჯდომარე. 1989-1990 წლებში სწავლობდა მოსკოვის კოოპერაციის ინსტიტუტის თბილისის  ფილიალის ახლად დაარსებულ მენეჯერთა სკოლაში, სადაც დაიცვა  საკანდიდატო  ნაშრომი - "კოდორის  ხეობის / დალის  სვანეთის  სოციალ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმა". შუქრი მარგიანი აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ მოძრაობაში, 1985-1992 წლებში სხვა კოდორელებთან ერთად ხელმძღვანელობდა შიყერის წმინდა გიორგის ეკლესიის  მშენებლობას; აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე მოხალისედ ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის "მშვიდობის ლეგიონში"; დაიღუპა საბრძოლო ოპერაციის დროს, 1993  წლის 3 იანვარს, ლეგიონერ ემზარ გუჯეჯიანთან და გუბაზ ჯოხაძესთან ერთად; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში; 2005 წელს შუქრი მარგიანს მიეძღვნა მოგონებათა წიგნი - "დალელთა  იმედი" ("დალელთა იმედი" შუქრი მარგიანი : მოგონებები აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირზე /ავტორ-გამომცემელი ქეთევან მარგიანი, თბილისი : ენა და კულტურა, 2005.- 182გვ.). 

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.286; შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge


გააზიარე: