The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარინა ქურდაძე

მარინა ქურდაძე
Date of birth:14 May, 1958  (68 years)
Category:Economist, Mathematician, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საინჟინრო ეკონომიური ფაკულტეტი, ეკონომიკური კიბერნეტიკს სპეციალობით ეკონომისტ-მათემატიკოსის კვალიფიკაციით 1980 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი ხელოვნებათმცოდნის კვალიფიკაციით 1981 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტურტის გამოთვლითი ტექნიკის კათედრის და ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა (მიზნობრივი) 1987 წელს.

1980-1982წწ. საქართველოს სსრ-ს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებული სახალხო მეურნეობის ეკონომიკისა და დაგეგმვის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, კომპლექსურ-რეგიონალური ეკონომიკური და სოციალური პრობლემების განყოფილების მეთოდოლოგიისა და კრებსითი დამუშავების სექტორი, უფროსი ლაბორანტი; 1982 წელს სსი "პროექტავტომატიკა" სსრკ-ს საქართველოს ფილიალი, პროექტების კვლევის ჯგუფი, ინჟინერი; 1982-1984წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (სპი), სტუდენტთა საკონსტრუქტორო ბიურო "ალგორითმი", ინჟინერი, უმცროსი მეცნიერ მუშაკი; 1985-1989წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (სპი), გამოთვლითი ტექნიკის კათედრა, ასპირანტი, ინჟინერი; 1992-2002წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ); კომპიუტერული განათლების ასოციაციის კლუბი, მეცნიერ თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 2002-2006წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ციფრული კავშირის თეორიის კათედრა, დოცენტი; 2006-2021წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტი, ასოც. პროფესორი; 2009-2013წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ), ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტი, პროფესორი; 2013-2017წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ), ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტი, პროფესორი; 2017-2021წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ), ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტი, პროფესორი; 2021 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ), ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, პროფესორი; მრავალი სამეცნიერო ნაშრომის და სახელმძღვანელოს ავტორი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2006).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

Member of Organizations

  • ბიზნესის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი-აკადემიკოსი
  • ეროვნული აკადემია, ნამდვილი წევრი-აკადემიკოსი
  • ფაზისის სამეცნიერო ეროვნული აკადემია, ნამდვილი წევრი-აკადემიკოსი

Bibliography


Share: