The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი მუკნიაშვილი

გიორგი მუკნიაშვილი
Date of birth:3 May, 1915
Date of death:20 May, 1991  (at 76 years)
Burial location:კვერნაქის სასაფლაო, გორი
Category:Mechanical Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ახალსოფელი, გორის რაიონი.

დაამთავრა გორის პროფტექნიკური სასწავლებელი და მიიღო ზეინკლის კვალიფიკაცია. 

მეორე მსოფლიო ომამდე ზეინკლად მუშაობდა გორის საკონსერვო ქარხანაში. ომიდან დაბრუნების შემდეგ აქვე გააგრძელა მუშაობა, შემდეგ კი ბამბეულის ქსოვილების კომბინატში. 1941-1945წწ. იბრძოდა მეორე მსოფლიო ომის სხვადასხვა ფრონტზე და ბრძოლებით გაიარა მთელი აღმოსავლეთ ევროპა.1958 წელს გააგზავნეს ქ. მოსკოვში კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე, რის შემდეგაც იგი მუშაობას კვლავ აგრძელებს ბამბეულის ქსოვილების კომბინატშისარემონტო საამქროში. როგორც მაღალკვალიფიციური ზეინკალი, სამუშაოდ გადაიყვანეს ახლადჩამოყალიბებულ ქარხანაში (ზუსტი ხელსაწყოების ქარხანაში. ქ. გორი), ხოლო შემდეგ ასევე ახლადგახსნილი საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის კვლევით-სამეცნიერო ინსტიტუტის მექანიკურ საამქროში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები: ათამდე საბრძოლო მედალი და მადლობა, საპატიო სიგელები, მადლობები და ფულადი პრემიები.

წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.108-110

Awards and Honors

  • სამკერდე ნიშანი "სოციალისტურ შეჯიბრებაში გამარჯვებული"
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

Share: