The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ნადირაშვილი

გიორგი ნადირაშვილი
დაბადების თარიღი:23 ნოემბერი, 1922
გარდაცვ. თარიღი:30 დეკემბერი, 1995  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გომიჯვარი, კასპის რაიონი.

სწავლობდა თბილისის ტოპოგრაფიულ ტექნიკუმში; დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1950 წელს.

იბრძოდა მეორე მსოფლიო ომის ფრონტებზე. მიღებული აქვს საბრძოლო მედლები. ომის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. განსაკუთრებით აინტერესებდა არჩეული პროფესიის (იურისპრუდენცია) სფეროში მიმდინარე პროცესები, ახალი საზოგადოებრივი ფორმაციის დამკვიდრების აუცილებლობიდან გამომდინარე საკანონმდებლო პერიპეტიები და საუნივერსიტეტო პროგრამების გარდა, იგი ინტენსიურად სწავლობდა სხვადასხვა სპეციალურ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებულ მასალებს და ცნობილ იურისტთა სამეცნიერო ნაშრომებს. 1950 წელს, უნივერსიტეტის დამთავრებისას, იგი უკვე ითვლებოდა მაღალ დონეზე მომზადებულ იურისტად. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა დროს და სხვადასხვა რაიონში (მცხეთა, ახმეტა, ვანი და სხვ.) მუშაობდა გამომძიებლად, ადვოკატად, პროკურორად და ა.შ. სიცოცხლის ბოლო პერიოდში ჩამოაყალიბა კერძო ადვოკატურა და პარალელურად, როგორც იურისკონსულტი, მუშაობდა შავშვების ყოფილ საბჭოთა მეურნეობაში, უსინათლოთა და ყრუთა სასწავლო საწარმოო წამოწყებებში.

წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007.-გვ.110-114


გააზიარე: