| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლალი ჩახვაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადებოის ადგილი: სოფელი კარდენახი, გურჯაანის რაიონი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-კონსტრუქტორ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1990 წელს. 1992 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში: 1992-2005წწ. მიკროელექტრონული ხელსაწყოების სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია, წამყვანი ინჟინერი; 2006-2017წწ. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი: 2006-2008წწ. მდივან ოპერატორი; 2008-2017წწ. ფიზიკის დეპარტამენტი, ასისტენტ პროფესორი, ასოცირებული პროფესორი; 2015-2021წწ. კომერციალიზაციის დეპარტამენტი, მთავარი სპეციალისტი; 2017-2021წწ. ნანოსისტემებისა და ნანოტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტი, დირექტორი; 2017 წლიდან ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტი, მოწვეული ასოცირებული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი. 40-ზე მეტი კვლევითი ნაშრომის და ერთი სამეცნიერო გამოგონების (პატენტით) ავტორი. მონაწილეობს და ხელმძღვანელობს ევროკავშირის, ISTC და ეროვნული კვლევით პროექტებს, რომლებიც დაკავშირებულია საინჟინრო ფიზიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროსთან. არის საქართველოს საინჟინრო აკადემიისა და სხვა სამეცნიერო საბჭოებისა წევრი. მონაწილეობა აქვს მიღებული 30-ზე მეტ კონფერენციაში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ამჟამად ხელმძღვანელობს სამედიცინო ფიზიკის სამაგისტრო პროგრამას სტუ-ში. ფიზიკის აკადემიური დოქტორი (2008), პროფესორი (2008). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

