The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნაზი აროშიძე

დაბადების თარიღი:6 ივნისი, 1948  (78 წლის)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვაკიჯვარი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1972 წელს.

მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტის საბავშვო გადაცემათა რედაქციაში უმცროს რედაქტორად, რედაქტორად, ახალგაზრდული პროგრამების მთავარი რედაქციის განყოფილების გამგედ, მთავარი რედაქტორის მოადგილედ, სპეციალურ კორესპონდენტად; 1995 წლიდან იყო ტელეკომპანია პირველი არხის სტუდია "პუბლიცისტის" ხელმძღვანელის პირველი მოადგილე; გაზეთ "ლელოს" დეკადური დამატების საქართველოს ინვალიდთა სპორტული ფედერაციის გაზეთის "რვალის" რედაქტორი. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა გადაცემები: "ზაფხულის ჩანახატები", "ყამირული ესკიზები", "სატურნი", "ნუგეში", პროგრამა "50/50"; გადაცემამ "მღერის ოთხასი გოგო" გაიმარჯვა სატელევიზიო კონკურსში, რისთვისაც ავტორს წლის საუკეთესო ჟურნალისტის წოდება მიენიჭა (1979); გადაცემა "სამი და" ორჯერ აჩვენეს საკავშირო ცენტრალური ტელევიზიის პირველი არხით (1987). ამ ნაშრომმა ალმა-ათაში სატელევიზიო ფესტივალზე (1988) "გრან–პრი" – "ჟიგერ-88" დაიმსახურა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.204

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი (1980-)

გააზიარე: