| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ნუცუბიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი სპეციალობით კვების მრეწველობის მანქანები და აპარატები; უმაღლესი სასწავლებელი სპეციალობით დაკონსერვების ტექნოლოგია. მუშაობდა შემდეგ დაწესებულებეში: თბილისის N66 საფოსტო ყუთი, ინჟინერ-კონსტრუქტორი; გორის ლუდ-ლიმონათის ქარხანა, წარმოების უფროსი; გორის ცეკავშირის სასურსათო კომბინატი, მთავარი ინჟინერი, შემდეგ დირექტორი; გორის "საქსოფლტექნიკის" გაერთიანება, ინჟინერი ხარისხის დარგში; გორის საკონსერვო გაერთიანება, ინჟინერი, საამქროს უფროსი; თბილისის საპროექტო-საკვლევი ინსტიტუტი, წამყვანი ინჟინერ-კონსტრუქტორი; გორის "საქაგროპრომის" ტექნიკური ზედამხედველი და ა. შ. ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის მიღებული ჰქონდა საიუბილეო მედლები, გარდამავალი პრიზები, საპატიო სიგელები, ფულადი პრემიები და ა. შ. წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.-117-121
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

