The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯემალ რობაქიძე

ჯემალ რობაქიძე
Date of birth:25 July, 1946
Date of death:9 December, 2006  (at 60 years)
Burial location:კვერნაქის სასაფლაო, გორი
Category:Public official, Musician, Athlete, Entertainer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი არალი, ადიგენის რაიონი.

დაამთავრა თბილისის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელი 1964 წელს ქართული ხალხური საკრავების ანსაბლის დირიჟორის კვალიფიკაციით; გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ბიოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტი; ოდესის ეკონომიკური ინსტიტუტის თბილისის ფილიალი და მიიღო საბუღალტრო-საფინანსო საქმიანობის სპეციალისტის კვალიფიკაცია.

კარგად უკრავდა ხალხურ საკრავებზე და გიტარაზე; 1974 წლამდე მუშაობდა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტში კათედრის ლაბორანტად; სწავლისა და მუშაობის პარალელურად მისდევდა კლასიკურ ჭიდაობას; 1965 წელს მიენიჭა სპორტის ოსტატის წოდება; იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ახალგაზრდებში და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი მოზრდილებში; სხვადასხვა წლებში მუშაობდა: ქ. გორში პირველი საშუალო სკოლის მუსიკალური სტუდიის გამგედ; კულტურის სახლის დირექტორად; ბამბეულის ქსოვილების კულტურის სახლის დირექტორად; სამკურნალო ფირმა "ჯეროვანის" ხელმძღვანელად და მკურნალად; შემოქმედებითი სახლის დირექტორ-განმკარგულებლად; ქ. ბორჯომში კულტურის სახლის დირექტორად; ტურიზმის ასოციაცია "საქართველოს" დირექტორის მოადგილედ და ადიგენის რაიონულ ცენტრში განათლების განყოფილების მეთოდისტად; პარტიის რაიკომის ინსტრუქტორად; "საზკვების" დირექტორად; სოფელ არალის კოლმეურნეობის პარტიული კომიტეტის მდივნად და სხვა; 1983 წელს ჩამოაყალიბა "რობაქიძეების" საოჯახო მუსიკალური ანსამბლი, რომელმაც მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია სხვადასხვა კონკურსებზე თუ ფესტივალებზე. 1984-1985წწ. რობაქიძეების ოჯახურმა ანსამბლმა მთავარი პრიზები მოიპოვა "სულიკობა"-ს საერთაშორისო ფესტივალზე, 1983 წელს დაიმსახურა მეორე რესპუბლიკური კონკურსის პირველი პრემია, 1991 წელს კი საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემია; რობაქიძეების საოჯახო ანსამბლმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართულ-ხალხური მუსიკალური კულტურის შემდგომი აღორძინებისა და ფართოდ დამკვიდრების საქმეში. იყო თ. თავაძის ცნობილი სკოლის წარმომადგენელი და "აგნი-იოგას", იგივე "ოქროს საწმისის" მეთოდით ემსახურებოდა ადამიანთა ჯანმრთელობის საქმეს.

წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.124-126


Share: