| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანზორ ხარიჩაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი თედოწმინდა, გორის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკა-ორგანიზაციის ფაკულტეტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის ფაკულტეტი. 1962 წლიდან მუშაობდა: გამომთვლელი მანქანების ცენტრალური სადგურის მთავარ ინჟინერად; გორის რაიონის სოფელ ძევერის მეურნეობის ეკონომისტად; გორის კვლევითი-სამეცნიერო ინსტიტუტის ეკონომიკის განყოფილების უფროს მეცნიერ-მუშაკად; შსს გორის საქალაქო განყოფილების უფროსად და ა.შ.; 1970-1971 წლებში თადარიგის ოფიცრის რანგში, გაწვეულ იქნა სავალდებულო სამხედრო სამსახურში, ქ. თელავის სამხედრო ნაწილის საფინანსო განყოფილებაში. წარმატებული შრომისათვის მას მიღებული ჰქონდა სიგელები, დიპლომები, მედალი, პრემიები. წყარო: ხსოვნის წიგნი. ნაწილი 7 / ვახტანგ ჭანკოტაძე .-თბ.,2020 -გვ.91-92
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

