The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე მაღლაკელიძე

დაბადების თარიღი:4 ნოემბერი, 1904  (121 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

სწავლობდა ხონის ვაჟთა გიმნაზიაში და ქუთაისის I გიმნაზიაში, რომელიც დაასრულა 1920 წელს. უმაღლესი განათლება მიიღო თბილისში. 1921-1924 წლებში სწავლობდა აკაკი ფაღავას ხელმძღვანელობით არსებულ დრამატულ სტუდიაში.

სცენაზე პირველად გამოვიდა 1921 წელს მიხეილ ქორელის მიერ დადგმულ სპექტაკლში "სიყვარულის ძალა". შემდეგ  ოთხი სეზონი (1922-1926 წლები) რუსთაველის თეატრში მუშაობდა, 1926-1928 წლებში ბათუმის სახელმწიფო თეატრში, 1928-1931 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. 1937 წლიდან იყო თელავის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ნაწილის გამგე და რეჟისორი. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ჯაკომო - "ბეატრიჩე ჩენჩი", ფრონდოზო - "ცხვრის წყარო", ირინარხი - "კაკალ გულში" და სხვ. 1928 წლის ზაფხულში საქართველო შემოიარა პიესებით: "რღვევა", "ხანუმა" და სხვ. 1932 წელს ურალში მისი ხელმძღვანელობით დაიდგა "რღვევა", 1937 წელს თელავში "ცხვრის წყარო", "კაცია-ადამიანი?!" და "ნაცარქექია". განათლებით და პროფესიით ქვანახშირის მაღაროების ინჟინერი იყო, "დურუჯის" კორპორაციის წევრი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.85

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ხელოვნების მუშაკთა კავშირი, წევრი (1921-)

გააზიარე: