The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კახა არჩვაძე

კახა არჩვაძე
დაბადების თარიღი:23 აპრილი, 1962  (64 წლის)
კატეგორია:ჟურნალისტი, სატელევიზიო სახე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1985 წელს.

მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში ტელეოპერატორად; 1979-1981წწ. პარალელურად აქვეყნებდა პუბლიკაციებს გაზ. "თბილისში"; 1985 წლიდან იყო საქართველოს ტელევიზიის საინფორმაციო პროგრამა "მოამბის" სპეც. კორესპონდენტი. მისი ავტორობით მომზადდა და ეთერში გადაიცა მრავალი რეპორტაჟი და სპეც. გადაცემა, ასევე გადაცემათა ციკლი "სამაჩაბლოდან" (1990), "აფხაზეთიდან" (1993); საინფორმაციო მუსიკალური პროგრამების ("ნაშუადღევს", "ალიონი", "მოამბე", "ახალი ამბები", "ქრონიკა", "მაცნე", "მსგეფსი", "ქვიშის საათი"). 1987 წლიდან წამყვანი ჟურნალისტი. 

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.205

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი (1991-)

გააზიარე: