The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თომა მაჭავარიანი

დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:1867
კატეგორია:პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია.

1865 წელს ჩაირიცხა ოდესის უნივერსიტეტში, მაგრამ ჭლექით დაავადებული მალევე გარდაიცვალა ოდესაში. გამოქვეყნებული ჰქონდა შემდეგი პუბლიკაციები: "სამშობლო ენისათვის" ("ცისკარი", 1860, დეკემბერი), "ვარძიის მონასტერი", "კიცხის მაჭავარიანთა წარმომდინარეობა" (ორივე დაბეჭდილია ჟურნალ "ცისკარში"), მოთხრობა "მურზაყან ნაბერალის ცხოვრებიდამ", ("დროება", 1866, № 29-30), სადაც აღწერილია ძველი დროის სასწავლებელი და მასწავლებელი. 1867 წლის 9 ივნისს გაზეთ "დროებაში" გამოქვეყნდა მიხეილ ბეთანიშვილის წერილი-ნეკროლოგი ოდესაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პუბლიცისტისა და სტუდენტის, თომა მაჭავარიანის შესახებ.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.115


გააზიარე: