The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ წვერავა

ზურაბ წვერავა
დაბადების თარიღი:1 ნოემბერი, 1943  (82 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1966 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა 1970 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2004 წელს.

1966 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი): 1966-1967წწ. ავტომატიკა და გამოთვლითი ტექნიკა, უფროსი ინჟინერი; 1970-2000წწ. ავტომატიკა და გამოთვლითი ტექნიკის კათედრა, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი; 2000 წლიდან ინფორმატიკის საფუძვლებისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, კათედრის გამგე, დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, დეკანი, პროფესორი; 2021 წლიდან ინფორმატიკის განვითარების ცენტრი, მეცნიერ ხელმძღვანელი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2004), პროფესორი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრი (2019-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ კორესპონდენტი (2011-2019)

გააზიარე: