The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიკო ხოჯევანიშვილი

სიკო ხოჯევანიშვილი
ოფიციალური სახელი:სიმონ ხოჯევანიშვილი
დაბადების თარიღი:19 დეკემბერი, 1915
გარდაცვ. თარიღი:2001  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ახალციხე.

დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი ბიოლოგიის სპეციალობით და იქვე კათედრაზე გააგრძელა მუშაობა. 1938 წლიდან სწავლა გააგრძელა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის ასპირანტურაში უხერხემლოთა ზოოლოგიის სპეციალობით. ასპირანტურის დამთავრებისთანავე დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

1941 წლიდან მუშაობდა ქ. გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1942 წლიდან დაიკავა დოცენტის თანამდებობას და დაიწყო მისი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა. გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში სხვადასხვა დროს იყო ფაკულტეტის დეკანი, კათედრის გამგე და პრორექტორი სამეცნიერო დარგში. მისი მეცნიერული მოღვაწეობა, ძირითადად ეძღვნება საქართველოს მოლუსკების შესწავლას. თანაავტორია მთელი რიგი წიგნებისა, როგორიცაა: "უხერხემლოთა ზოოლოგიის პრაქტიკუმი", "ზოოლოგია. მოკლე კურსი" და სხვა. სამეცნიერო და პედაგოგიურ სამუშაოს უთავსებდა საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც. სხვადასხვა დროს აირჩიეს პარტიის საქალაქო კომიტეტის წევრად, საქალაქო საბჭოს დეპუტატად, აღმასკომის წევრად და ა. შ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, საპატიო სიგელები. 

წყარო: და ვანთებ სანთელს. [ნაწ. 1], (მდუმარე კოჰორტა): წიგნი ეძღვნება იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ნათელი კვალი დაამჩნიეს ავტორის ცხოვრებას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.-166-168

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი
  • ღირსების ორდენი
  • გორის საპატიო მოქალაქე

ბიბლიოგრაფია

  • ზოოლოგია : მოკლე კურსი: სახელმძღვ. პედ. ინ-ტების დაუსწრ. და საღამოს სწავლების განყ-ბის სტუდენტებისათვის (თანაავტორი). - თბილისი, განათლება, 1967. - 479გვ.
  • უხერხემლოთა ზოოლოგიის პრაქტიკუმი : დამხმ. სახელმძღვ. პედ. ინ-ტის სტუდენტებისათვის (თანაავტორი). - თბილისი, განათლება, 1966. - 266გვ.

გააზიარე: