| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია მელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩარდახი, მცხეთის რაიონი. 1989 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიულ ფაკულტეტზე. ილია მელაძე 1989 წლიდან იყო "მხედრიონის" აქტიური წევრი. მონაწილეობდა საქართველოში მიმდინარე ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. დასავლეთ საქართველოში იგი პარველად წავიდა როგორც მედიცინის მუშაკი და მაშველი. ილია მელაძე აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დროს ხელმძღვანელობდა ოცეულს. დაიღუპა 1992 წლის 11 ოქტომბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეშში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.298-299
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

