| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თანმარ ბერბერაშვილი![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-ფიზიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ფიზიკოს-მეტალურგის სპეციალობით 1991 წელს. 1986 წელს მუშაობდა კარდიოლოგიის ინსტიტუტში, სამედიცინო ბიოფიზიკის ცენტრის ბიოპოლიმერების ლაბორატორიის პრეპარატული ქიმიის ჯგუფში, ლაბორანტად; 1992 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სხვადასხვა თანამდებობაზე: 2006-2007წწ. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტი მოწვეული მასწავლებელი; 2007-2009წწ. დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი, მათემატიკის კათედრა (ინგლისური სექტორი), მასწავლებელი; 2010 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტი, უფროსი მასწავლებელი, მიწვეული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი; 2021 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კომერციალიზაციის დეპარტამენტი, უფროსი სპეციალისტი; 2022 წლიდან მიკრო და ნანოელექტრონიკის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2010 წლიდან მონაწილეობს ევროპულ და ეროვნულ პროექტებში. მონაწილეობა აქვს მიღებული 50-მდე საერთაშორისო კონფერენციაში და არის 80-ზე მეტი შრომის თანაავტორი. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია. არის ორი პატენტის მფლობელი, მაგისტრანტების და დოქტორანტების ხელმძღვანელი. აქვს სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო / კვლევით დაწესებულებებში მუშაობის გამოცდილება, კერძოდ: ინგლისი, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, კორეა, ჩინეთი, ბრიუსელი, თურქეთი, უკრაინა, სომხეთი. ჟურნალ "Science Publishing Group", მიწვეული რედაქტორი; ნანოტექნოლოგიისა და ნანოტექნოლოგიების საერთაშორისო ჟურნალ "Nano Studies" აღმასრულებელი რედაქტორი; ქალთა ლიდერობის საბჭოს წევრი. ფიზიკა-მათემატიკის აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2011). წყარო: საქართველოს ტექნიკური ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge Member of Organizations
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

