The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



როდია მიქელაძე

როდია მიქელაძე
Date of birth:16??
Date of death:16??
Category:Nobleman, Historical Person, Painter, Poet

Biography

ცნობილი იტალიელი მისიონერი, მხატვარი და ხელოვანი ქრისტეფორე დე კასტელი საქართველოში 1628-1654 წლებში ცხოვრობდა. მოღვაწეობდა ქ. გორში, შემდეგ გურიაში გადავიდა, სადაც კათალიკოს მალაქიასა და გურიის მთავრის ხელშეწყობითა და მფარველობით ნაყოფიერ შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა. მისიონერმა მხატვრულ ტილოზე გადაიტანა ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა, გამოჩენილი პიროვნებების პორტრეტები. გურიაში ქრისტეფორე დე კასტელმა დახატა მალაქია კათალიკოსის, ვახტანგ, სიმონ, მამია გურიელების, მისი ასულის ელენეს, ბატონიშვილის ქალის კარანცას (სახელი შეცვლილია), გურიელის ბატონიშვილი ქალის და რონიკას (ალბათ დარიას, დარიკოს) და სხვათა სურათები. ქრისტეფორე დე კასტელის სახელთან არის დაკავშირებული ქართველი პოეტი და მხატვარი ქალის როდია მიქელაძის მხატვრული ტილოს შექმნა. სურათზე არსებული წარწერით დგინდება, რომ როდია მიქელაძე XVII საუკუნის ქართველი მხატვარი და პოეტი ყოფილა, სარდალ მამუკა ბისკაიას მეუღლე. არის მოსაზრება, თითქოს ქრისტეფორე დე კასტელის თაოსნობით გურიაში სამხატვრო სასწავლებელი დაუარსებია. როდია მიქელაძე სწორედ აქ სწავლობდა ხატვის ხელოვნებას. იტალიელი მისიონერი დაუახლოვდა მამუკა ბისკაიას ოჯახს, მკურნალობდა მას. მერე კი მისი ოჯახი - ცოლ-ქმარი და ვაჟიშვილები მონათლა. როდია მიქელაძეს ქრისტეფორე დე კასტელისათვის თავისი მხატვრული ტილოები და პოეტური ნაწარმოებები უჩვენებია. მან მხატვრისა და პოეტი ქალის როდია მიქელაძის მშვენიერი სურათი შექმნა და თანაც მეტად მნიშვნელოვანი წარწერა დაურთო: "ეს ქალბატონი ავადმყოფ ქმართან ერთად მოინათლა. მისი ქმარი სახელად მამუკა ბისკაიაა ორი პატარა ვაჟით და ორმოცზე მეტი სოფლის ყმით. ესენი კავკასიის მცხოვრებნი არიან, სადაც თოვლი და ყინულია გამეფებული. უკეთილშობილესი ქართველი ქალი მამუკა ბისკაიას მეუღლე როდია მიქელაძე ნიჭიერი, უმაღლესი სათნოებისა და პატიოსანი ყოფაქცევით შემკული მხატვარი ქალია, უმაღლეს მთებში მცხოვრები, რომელსაც კავკასია ეწოდება. ჩვენი პატრების მოწაფე, ეს მხატვარი ქალი სხვა საქმეშიც ნიჭიერია". ჩვენამდე მოაღწია როდია მიქელაძინ კასტელისეულმა სურათმა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოაღწია მისმა მხატვრულმა ტილოებმა და პოეტურმა შემოქმედებამ. იტალიაში  მიხეილ თამარაშვილმა იპოვა XVII საუკუნეში საქართველოში მყოფი იტალიელი მისიონერის ქრისტეფორე დე კასტელის თხზულება, საქართველოს მოკლე ისტორია. წიგნში ჩართული ყოფილა სხვადასხვა სურათი იმ დროის მთავრებისა, მოღვაწეებისა, ეკლესიების და სხვ. მათ შორის იყო როდია მიქელაძის პორტრეტიც.

წყარო: გამონათება XVII საუკუნიდან / ვახტანგ სიდამონიძე // საქართველოს ქალი.-თბილისი, 1984.-№8.-გვ.17; საქართველოს მხატვარი ქალები : gfsis.org.ge გვ.76


Share: