The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე აბაიაძე

ივანე აბაიაძე
დაბადების თარიღი:1912
გარდაცვ. თარიღი:1975  (63 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კვერნაქის სასაფლაო, გორი
კატეგორია:თანამდებობის პირი, ისტორიკოსი, პედაგოგი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა გორის აგრონომიული ტექნიკუმი 1928 წელს; გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1937 წელს; საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი აგრონომის სპეციალობით.

რამდენიმე წელი იმუშავა აგროტექნიკოსად. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე დაინიშნა გორის რაიონის სოფელ ხიდისთავის სკოლის დირექტორად. 1939-1944წწ. მუშაობდა გორის რაიონის განათლების განყოფილების გამგედ, შემდეგ შავშვების საბჭოთა მეურნეობის დირექტორად; გორის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის დირექტორად; "გორვაჭრობის" (მაშინდელი "საქვაჭრობის") დირექტორად და ა.შ. მიღებული აქვს მაღალი სამთავრობო ჯილდოები: ორდენები, საპატიო სიგელები და დიპლომები. მრავალჯერ იყო არჩეული საქალაქო თუ სასოფლო საბჭოების დეპუტატად. მისი ძირითადი ასპარეზი იყო პარტიულ-სამეურნეო მოღვაწეობა, სადაც მან მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.

წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 2 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.4-6

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • საქართველოს დამსახურებული აგრონომი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: