The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ ხაჩიძე

თენგიზ ხაჩიძე
დაბადების თარიღი:4 ივნისი, 1962  (64 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო-ფიზიკური ფაკულტეტი ელექტრონული ტექნიკის ინჟინრის სპეციალობით 1984 წელს; მოსკოვის ელექტრონული ტექნიკის ინსტიტუტის მიკროელექტრონიკის ტექნოლოგიის ფიზიკა-ქიმიური საფუძვლების კათედრის ასპირანტურა 1991 წელს.

1984-1988წწ. ავტომატური სისტემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი "სხივი", ინჟინერი; 1991 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში: 1991-2011წწ. მიკროელექტრონიკის სამეცნიერო საინჟინრო ცენტრი, მეცნიერ თანამშრომელი, უფროსი მეცნერ თანამშრომელი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი; 1993 წლიდან ფიზიკური მასალათმცოდნეობისა და ნახევარგამტარული მიკროელექტრონიკის კათედრა. საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტი, სასწავლო ოსტატი, დოცენტი, ასისტენტ პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ძირითადი მიმართულებები: ნახევარგამტარული ოპტოელექტრონიკა, მიკროელექტრონული და ნანოსენსორული ელემენტები და სისტემები, გამოქვეყნებული აქვს შრომები ჰელიოენერგეტიკაში. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: