The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ჩხოტუა

ზურაბ ჩხოტუა
სხვა სახელი:ზურაბ ჩქოტუა
ზურაბ ჩხოტიევი
დაბადების თარიღი:1808
გარდაცვ. თარიღი:1892  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ზურაბ ჩხოტუა პირველი პროფესიონალი სამხედრო იყო აფხაზეთში. სამხედრო მოქმედებებში გამოჩენილი სიმამაცისათვის მას თავადის წოდება უბოძეს და სამურზაყანოსა და კოდორის მიდამოებში მიწები გადასცეს. მას დიდი ავტორიტრტი და გავლენა ჰქონდა არა მარტო სამურზაყანოს სამთავროში, არამედ აფხაზეთის ფარგლებს გარეთაც-ჩერქეზეთში, ადიღეში. ჰქონდა მდიდარი ბიბლიოთეკა, გატაცებული იყო ისტორიით, ლიტერატურით, გეოგრაფიით. საბერიოში ააგო ეკლესია, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ამ მხარის ცხოვრებაში. 1897 წელს ამ ეკლესიასთან გაიხსნა საბერიოს მესამე სკოლა, გაიყვანა გზა საბერიოსა და სამურზაყანოში. გენერალ მიხეილ შერვაშიძის (ხამუთ-ბეი) შვილების აღმზრდელი. სიმონ ჩხოტუას მამა, ზურაბ, გიორგინიკოლოზ, ლეონიდე და ევგენი ჩხოტუების ბაბუა. გენერალ-მაიორი, რუსეთ-თურქეთის და ყირიმის ომების მონაწილე. 

წყარო: აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში = Abkhazian aristocracy in exile / ნატო მარშანია.-თბ.,2020.-გვ.256


გააზიარე: