| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დურუ ქორჩილავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიდი კვათანა, აბაშის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაცევტულ ფაკულტეტი 1948 წელს. 1948 წელს უკვე კურსდამთავრებულმა განაწილებით მუშაობა დაიწყო რუსეთის ქ. კოსტრომის პროვიზორად, სადაც 1950 წლამდე მუშაობდა. სამშობლოში დაბრუნებულმა 1950-1952 წლებში მარტვილის რაიონის პროვიზორად გააგრძელა მუშაობა. შემდგომ გადავიდა აბაშის რაიონის ცენტრალური აფთიაქის გამგის მოადგილედ (1952-1973), 1973-1994 წლებში კი გახდა აბაშის რაიონის ცენტრალური აფთიაქის გამგე. მან თავისი პროფესიონალიზმის, ერთგული მუშაობისათვის არაერთი ჯილდო დაიმსახურა. ფარმაცევტული სამსახურის ერთ-ერთი ორგანიზატორი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, ნაწ.I / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.39-40
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

