The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი ერისთავი

დიმიტრი ერისთავი
სხვა სახელი:ტიტიკო ერისთავი
დაბადების თარიღი:15 იანვარი, 1862
გარდაცვ. თარიღი:17 დეკემბერი, 1924  (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ გორაბერეჟოულის სასაფლაო, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
კატეგორია:ექიმი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გორაბერეჟოული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1884 წელს.

1888 წლიდან მუშაობას იწყებს ექიმად ოზურგეთის რაიონის სოფელ ნაგომარში, შემდეგ, 1900 წელს გადადის ოზურგეთის მაზრის ექიმად, 1913 წელს რაჭის სამაზროს ექიმად, 1919 წელს შორაპნის სამაზრო ექიმად; იგი, საქართველოში პირველი ექიმია, ვინც თავის სოფელში, საკუთარ სახლში გახსნა ქირურგიული სტაციონარი, ხოლო ოზურგეთში - საქალაქო აფთიაქი; უანგაროდ ებრძოდა ქოლერის ეპიდემიას (1892 და 1908 წლებში); დ. ერისთავი ცნობილია როგორც საუკეთესო მთხრობელი. მისი პირველი მოთხრობა "უბედური ქმარი" 1887 წელს დაიბეჭდა "ივერიაში"; მისი მოთხრობები (1901 წლამდე) ჟურნალ "მოამბეშიც" იბეჭდებოდა. იგი ცნობილია როგორც კარგი პოეტი და მთარგმნელი (თარგმნა ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის, ვ. ჟუკოვსკის, ა. პლეშჩევის, ა. ნეკრასოვის, ფ. ვოლტერისა და სხვათა ცალკეული ნაწარმოებები). ქართველი ექიმი, ჯანდაცვის ორგანიზატორი, ბელეტრისტი, ნოველისტი, ქველმოქმედი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.41-42


გააზიარე: