The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რომან ადეიშვილი

რომან ადეიშვილი
Date of birth:20 August, 1927
Date of death:21 November, 1975  (at 48 years)
Burial location:კვერნაქის სასაფლაო, გორი
Category:Inventor, Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ყურუმი, ვანის რაიონი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო გორში არსებულ სამშენებლო ორგანიზაციაში "ხიდმშენი", სადაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობში იმუშავა სხვადასვა თანამდებობაზე: რიგითი ინჟინერი, განყოფილების გამგე, სამუშაოთა მწარმოებელი, უბნის უფროსი და სხვ. იყო მრავალი რაციონალიზატორული წინადადებისა და გამოგონების ავტორი. მიღებული ჰქონდა სპეციალური დიპლომები, სიგელები და პრემიები. 1973-1975წწ. მუშაობდა გორის N9 სამშენებლო ტრესტში. ბევრი ხიდი აქვს აშენებული და აღდგენილი, როგორც გორში, ისე მთელ საქართველოში. მისი უშუალო მონაწილეობით აშენდა გორში ე. წ. ახალი ხიდი, რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდი, გაფართოვდა ხიდი ლიახვზე, აიგო ხიდი მდ. მეჯუდაზე, ხიდი მდ. რიონზე (სამტრედია-საჯევახოს ტრასაზე), აფხაზეთში აკარმარას ხიდი, თბილისში ბარათაშვილის ხიდი, ბორჯომში ე. წ. სილამაზის ხიდი, ტყიბულში, ზესტაფონში და ა.შ.

წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 2 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.9-11


Share: