The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტრისტან ბუაძე

ტრისტან ბუაძე
დაბადების თარიღი:18 აგვისტო, 1945  (80 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მექანიკა-მათე,მატიკის ფაკულტეტი მათემატიკოსის კვალიფიკაციით 1968 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა.

1961-1962წწ. ამბროლაურის რაისაგზაო განყოფილება, საგზაო განყოფილება, მუშა; 1968 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გამოყენებითი ს/კ მათემატიკის ლაბორატორია, მათემატიკოს-პროგრამისტი; 1970-1973წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გამოყენებითი მათემატიკის ს/კ ინსტიტუტი, ალბათობის თეორიის და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილება, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1973-1983წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტი, ალბათობის თეორიის და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილება, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1983 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი): 1983-2007წწ. უმაღლესი მათემატიკის კათედრა, ასისტენტი, დოცენტი, ასოცირებული პროფესორი; 2007-2013წწ. მათემარიკის დეპარტამენტი, ასისტენტ პროფესორი, ასოცირებული პროფესორი; 2013 წლიდან ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, მათემატიკის დეპარტამენტი ასოცირებული პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ფიზიკა-მატემატიკის აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2006).

წყარო: საქართველოს ტექნიკური ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: