| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ევგენი ჩხოტუა![]()
ბიოგრაფიასწავლობდა კამენეცკ-პოდოლსკის (უკრაინა) ტექნიკუმში. 1933 წელს დაამთავრა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა გაგარაში. 1948 წელს, როგორც საუკეთესო მეციტრუსე უზბეკეთში მიავლინეს. მუშაობდა ტაშკენტის აკადემიკოს შრედერის სახელობის მებაღეობისა და მევენახეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ციტრუსოვანი კულტურების განყოფილების უფროსად. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. ზურაბ მანუჩარის ძე ჩხოტუას შვილიშვილი, სიმონ ზურაბის ძე ჩხოტუას შვილი, ზურაბ და გიორგი ჩხოტუების ძმა. წყარო: აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში = Abkhazian aristocracy in exile / ნატო მარშანია.-თბ., 2020.-გვ.258-259
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

