| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი პეტრიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ამბროლაური. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1939 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ამბროლაურის რაიონის საექიმო უბნის გამგედ, სადაც დაჰყო 1941 წლამდე. იმავე წელს გაიწვიეს არმიაში, დანიშნეს ახალციხის სამხედრო ლეგიონის უფროს ექიმად, სადაც 1945 წლამდე მუშაობდა. 1946-1947 წლებში საქართველოს ზოოვეტერინარული ინსტიტუტის სამხედრო კათედრის სამედიცინო საქმის უფროს მასწავლებლად მუშაობდა. 1947 წელს ამბროლაურის მთავარი თერაპევტი იყო. 1948-1958 წლებში ამბროლაურის საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების მთავარი ექიმია. 1958-1963 წლებში ამბროლაურის რაიონის მთავარი ექიმის მოადგილეა სამკურნალო დარგში. არაერთხელ აღინიშნა მისი ღირსებები ამბროლაურის რაიონის გაზეთებში ("კომუნიზმის დროშა", 1973). პრაქტიკოსი თერაპევტი, ჯანდაცვის ორგანიზატორი. აფრასიონ პეტრიაშვილის შვილი, ჯულიეტა ანთაძე-პეტრიაშვილის მეუღლე, თეიმურაზ და შალვა პეტრიაშვილების მამა. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I :2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.54-55 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

