The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ გაბუნია

გურამ გაბუნია
დაბადების თარიღი:25 დეკემბერი, 1929
გარდაცვ. თარიღი:31 აგვისტო, 2002  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:მწვრთნელი, პედაგოგი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ხონი.

დაამთავრა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ფაკულტეტი.

ჩაირიცხა გორის ფეხბურთელთა გუნდში "დილა" და წარმატებით ითამაშა მის შემადგენლობაში 1961 წლამდე. იყო გუნდის უცვლელი კაპიტანი. 32 წლის ასაკში, როცა ფეხბურთის თამაშს თავი დაანება, მწვრთნელად დაიწყო მუშაობა. გარკვეული დროის გავნმავლობაში მუშაობდა გორის სპორტკომიტეტში ფეხბურთის განყოფილების ხელმძღვანელად. გურამ გაბუნიასა და ფეხბურთის სხვა მესვეურების სახელთანაა მნიშვნელოვანწილად დაკავშირებული გორის რაიონში ფეხბურთელთა მეორე გუნდის "ქართლის" და ვაჟთა საფეხბურთო სკოლის შექმნა. საფეხბურთო სკოლის პირველი დირექტორიც თავად იყო. აღნიშნული სკოლა დღესაც ფუნქციონირებს.

წყარო: და ვანთებ სანთელს. ნაწ. 2 (ხსოვნის წიგნი): წიგნი ეძღვნება აწგარდაცვლილი გორელების ხსოვნას/ვახტანგ ჭანკოტაძე. -თბ., 2007. -გვ.16-19

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1972 - საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი

გააზიარე: